მამუკა მდინარაძე: დღევანდელი მოცემულობით, საქართველო სხვაზე მეტადაც კი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

“ეს ქვეყანა და ყველა ჩვენ, ერთად ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. ეს დადასტურდა კრიტერიუმებით, რომლებიც თავად ევროკავშირმა გამოაქვეყნა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ქართველ ხალხსა და ქვეყანას დღეს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება და ამის გამიჯვნა რუსული მეთოდებით ძალიან დამაზიანებელია.

„დღევანდელი მოცემულობით, საქართველო სხვაზე მეტადაც კი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს ყველაზე მტკიცებულებით არის დადასტურებული. ამას ვერავინ ვერ წაუვა. ახლა როგორც უნდა დაატრიალონ, საქართველოა, ქართველი ხალხია, ამ ქართველ ხალხსა და ქვეყანას დღეს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება და ამის გამიჯვნა რუსული მეთოდებით ძალიან დამაზიანებელია. მათ შორის, ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონისა და მისი პარტნიორებისთვის საქართველოში“, – განაცხადა მდინარაძემ.

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ შეასრულეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული ყველა პრიორიტეტი, არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ამას და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები