შავი ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვების სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ ბათუმის ვიცე მერთან, ლევან დავითაძესთან ერთად, ახალი ბულვარის მიმდებარედ შავი ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვების სამუშაოები დაათვალიერა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

სანაპიროს ხელოვნური კვების სამუშაოები ხორციელდება 2022-2023 წლების პროგრამის ფარგლებში და ითვალისწინებს ქალაქ ბათუმში შავი ზღვის სანაპირო ზოლის ქალაქ ბათუმის გამწმენდი ნაგებობების მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ე.წ ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების განხორციელებას. კერძოდ, მდ. ჭოროხის კალაპოტში არსებული წინასწარ შერჩეული კარიერებიდან 412 960 კბ.მ. პლაჟწარმომქმნელი ქვიშა-ხრეშოვანი მასალის ტრანსპორტირებას და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე შესაბამის უბნებში რეცხვადი ბერმის მოწყობას.

ნაპირსამაგი სამუშაოების მიზანია, ბათუმის დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენა. ამ დროისათვის დაახლოებით 402 000 კბ.მ. ნატანია შეტანილი ზღვის სანაპიროზე, სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს და ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები