ირაკლი ზარქუა: სალომე სამადაშვილი ვითომ „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნა, ახლა არ მოსწონთ ხაბე? ხაბე მებრძოლი ბიჭია
“სალომე სამადაშვილი ახლა ვითომ „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნა და ხაბე რა შუაშია, ახლა არ მოსწონთ ხაბე? – ხაბე მებრძოლი ბიჭია, ყველას სჯობს, მაგ ხელმოცარულს მაინც”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ ლევან ხაბეიშვილზე გაკეთებულ განცხადებას.
ზარქუას თქმით, “ნაცმოძრაობა” დაშლის პირასაა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაშლის პირას არიან, სალომე სამადაშვილი „ნაცმოძრაობას“ რაც არ უნდა გაემიჯნოს, ყოველთვის გვემახსოვრება, რომ ის იყო „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, ოღონდ, ხელმოცარული დიპლომატი – რატომ ვუწოდებ? 2008 წელს, როცა რუსეთი თავს დაგვესხა, ევროკავშირში საქართველოს ელჩი იყო და რუსეთის წინააღმდეგ სანქცია ერთ სახელმწიფოს ვერ დაადებინა და ახლა დღეს თავგამოდებით უკრაინელები გახდნენ. ეს არის ამათი კომპეტენცია. ახლა ვითომ „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნა და ხაბე რა შუაშია, ახლა არ მოსწონთ ხაბე? ხაბე მებრძოლი ბიჭია, ყველას სჯობს, მაგ ხელმოცარულს მაინც. იმ სამს სჯერა, რომ პარტიაში იმპერატორები არიან. ახლა ხაბე არ მოსწონთ, არაფერიც, ხაბე იმსახურებს „ნაცმოძრაობას“ და „ნაცმოძრაობა“ ხაბეს“, – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობა“ მთლიანად დგას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების ხმებზე. მისივე თქმით, თუ ამას არ ეთანხმება ანი წითლიძე და მიაჩნია, რომ მას და ხაბეიშვილს მხარს უჭერს გამოკითხულთა 14 პროცენტი, შეუძლია, ეს აჩვენოს.