მაკა ბოჭორიშვილი – გერმანიის დელეგაციის ვიზიტზე: ჩვენთვის ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, განვიხილოთ საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ევროკავშირში ინტეგრაცია
„ეს არის მრავალპარტიული დელეგაცია”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაციის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ვიზიტი კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება გერმანია-საქართველოს ურთიერთობის გასაღრმავებლად.
„ეს არის მრავალპარტიული დელეგაცია. სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები იქნებიან საქართველოში და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, განვიხილოთ საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის ევროკავშირში ინტეგრაცია, კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ის პროცესი, რა პროცესიც მიმდინარეობს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით. ეს ვიზიტი კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება გერმანია-საქართველოს ურთიერთობის გასაღრმავებლად“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.