„ოპოზიცია მიხვდა, რომ უაზრო და არასამართლებრივი იყო მათი ნაბიჯი“ – გურამ მაჭარაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

„ოპოზიცია მიხვდა, რომ უაზრო და არასამართლებრივი იყო მათი ნაბიჯი, რომ საგამოძიებო კომისია შეექმნათ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ახლა მეორე ხერხი მოიფიქრეს, იტყვიან, საკონსტიტუციო სასამართლოში მივდივართო და ეს პროცედურები რამდენიმე თვეს გაიწელება“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ოპოზიცია სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიისთვის ბრძოლას საკონსტიტუციო სარჩელით გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები