“არ შეიძლება, საკანონმდებლო ხელისუფლებაში წყდებოდეს საკითხი კონკრეტული მოსამართლეების ყოფნა-არლყოფნასთან დაკავშირებით” – მიხეილ სარჯველაძე
„არ შეიძლება, საკანონმდებლო ხელისუფლებაში წყდებოდეს საკითხი კონკრეტული მოსამართლეების ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩემი აზრით, ეს ინიციატივა არ არის მართებული. თუკი მთელ ამ ისტორიაში რაიმე არაკონსტიტუციურია, ალბათ, ეს არის მთავარი რამ, რომ ინიციატივა წინააღმდეგობაში ექცევა კონსტიტუციის იმ დებულებებთან, რომელიც ამბობს, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია. არ შეიძლება, საკანონმდებლო ხელისუფლებაში წყდებოდეს საკითხი კონკრეტული მოსამართლეების ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების ოპონენტები სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომიისისთვის ბრძოლას საკონსტიტუციო სარჩელით გეგმავენ.