ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზას სექტორზე საჰაერო იერიში განახორციელა.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, აღნიშნული იერიში ღაზას მხრიდან ისრაელის სამხრეთში გაშვებული 37 რაკეტის საპასუხოდ მიიტანეს.
პალესტინის მედია იუწყება, რომ ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში აფეთქებების ხმები ისმის.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.