უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მალე თავის პარტნიორებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დიდ პაკეტს მიიღებს.
„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს, თუ როგორ ცდილობს ტერორისტული სახელმწიფო სანქციების გვერდის ავლას. თითოეულ ასეთ მიმართულებას ვაფიქსირებთ და ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, მან თათბირი ჩაატარა სასანქციო რეჟიმის გაძლიერების შესახებ – როგორც უკრაინული, ასევე პარტნიორებთან.
„ჩვენ ვამზადებთ სანქციების დიდ პაკეტს – გადაწყვეტილება მალე იქნება“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.