23 ათასი უგზო-უკვლოდ დაკარგული – უკრაინაში დაკარგული მოქალაქეების რეესტრი ამოქმედდა

უკრაინაში დაკარგული პირების ერთიანი რეესტრი ამოქმედდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ რეესტრში შეგროვდება მონაცემები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ, კერძოდ, მათი სრული სახელი, დაბადების ადგილი და თარიღი, ოჯახური მდგომარეობა, საცხოვრებელი ადგილი, ტერიტორია და დრო, როდესაც მოხდა მათი გაუჩინარება, გარეგანი ნიშნები.

აპრილში, უკრაინელმა კომისარმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებში ოლეგ კოტენკომ განაცხადა, რომ დაახლოებით 7000 უკრაინელი ჯარისკაცი დაკარგულად ითვლება. ამავდროულად, კოტენკოს თქმით, ჩვეულებრივ, დაკარგულთა 60-65% არის ტყვეობაში, დანარჩენი კი – დაღუპულია.

საერთო ჯამში, საომარი მოქმედებების შედეგად დაკარგულად, დაახლოებით 23 ათასი უკრაინელი ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები