გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, სოფელ ნიქოზში მცხოვრები, ჭრა-კერვით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის სასწავლო კურსი დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, სოფელ ნიქოზში მცხოვრები, ჭრა-კერვით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის სასწავლო კურსი დაიწყო, – ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

პროექტი ითვალისწინებს ნიქოზში არსებული წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სკოლის შემოქმედებითი წრეების მოსწავლეებისთვის ტრადიციული სამოსის შექმნას. სამოსის შექმნის პროცესს მოწვეული პროფესიონალები უძღვებიან.

კერვის პროცესში ჩართული, ჭრა – კერვით დაინტერესებული ადგილობრივი მოქალაქეები ეცნობიან აღნიშნულ სფეროში არსებულ სიახლეებსა და თანამედროვე ტენდენციებს.

ტრადიციული სამოსით, ჯამურად, 60 -მდე სკოლის მოსწავლეები შეიმოსებიან. ისინი პროექტის ფარგლებში შეკერილი სამოსით წარდგებიან როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ღონისძიებებზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას.

10-თვიანი პროექტის მიზანია ადგილობრივებისთვის ჭრა – კერვის შესწავლა და წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სკოლის შემოქმედებითი წრეების მოსწავლეებისთვის ტრადიციული სამოსის შექმნა.

ინიციატივა ფინანსდება კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები