გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ
საქართველოს ვიზიტით მყოფ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლებს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაეროში საქართველოს ელჩთან, დავით ბაქრაძესთან ერთად მცხეთაში უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, უცხოელ დიპლომატებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა ტურისტულად საინტერესო ადგილები გააცნო.
გაეროში სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საქართველოს ტურისტული პოტენციალით და ტურისტულ პროდუქტებით დაინტერესდნენ. უცხოელ დიპლომატებს თამარ ყორიაულმა საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის სექტორის აღდგენის დინამიკა გააცნო და პანდემიის შემდეგ მიღწეული პროგრესი გაუზიარა. გაეროში ბენინის რესპუბლიკის, კომოროს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, დომინიკის რესპუბლიკის, ლიბიის, სენტ-ლუსიის მუდმივი წარმომადგენლები საქართველოს 30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით ეწვივნენ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველო უკვე რამდენიმე წელია მასპინძლობს. ელჩების ვიზიტის მიზანია ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაციის გაზიარება