ისრაელის ციხეში 86-დღიანი შიმშილობის შემდეგ, პალესტინური დაჯგუფების „ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის ფიგურა, ხადერ ადნანი გარდაიცვალა

ისრაელის ციხეში 86-დღიანი შიმშილობის შემდეგ, პალესტინური დაჯგუფების „ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის ფიგურა, ხადერ ადნანი გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელის ციხის სამსახურმა განაცხადა, რომ ის უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა. ციხის სამსახურის განმარტებით, ხადერ ადნანი ბოლო პერიოდში სამედიცინო გამოკვლევებსა და მკურნალობაზე უარს აცხადებდა.

ხადერ ადნანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ღაზას სექტორიდან სულ მცირე სამი რაკეტა გაუშვეს, თუმცა, არავინ დაშავებულა. ხადერ ადნანი, რომელსაც ტერორიზმის ხელშეწყობასა და ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში ადანაშაულებდნენ, ე.წ. ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები