პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჟეი დუდამ განაცხადა, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს ყველაფერს გააკეთებს, რათა მოლდოვა და უკრაინა გაერთიანების წევრები გახდნენ.
ამის შესახებ მან ქვეყნის პრემიერმინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან ერთობლივ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების 19 წლის იუბილეს მიეძღვნა.
პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება უკრაინის, მოლდოვის, ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანება ევროკავშირში.
„პრემიერმინისტრმა და მე კარგად ვიცით, რას ნიშნავს დიდი ხნის ლოდინი, რას ნიშნავს – იყო თავისუფალი დასავლეთის ნაწილი, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ პოლიტიკური გაგებით. ეს დრო აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს და ვფიქრობ, რომ ჩვენ, ანუ პოლონეთის გარდა სხვა ვერ იტყვის მტკიცედ და ძალიან გადამწყვეტად – ჩვენ საბოლოოდ უნდა მივიღოთ ისინი ევროკავშირში. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები უნდა იყვნენ მიღებული. დღეს ამ მომენტის ისტორიული მოთხოვნაა ევროკავშირში უკრაინა და მოლდოვის გაწევრიანება“, – აღნიშნა მან.