სამტრედიის მერმა გურამ შენგელიას წარმატება მიულოცა

სამტრედიის მერი, დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 17 წლის გურამ შენგელიას შეხვდა, რომელიც მსოფლიოს 7 წამყვან უნივერსიტეტში ჩაირიცხა და სწავლას, ბიზნესადმინისტრირების განხრით, American University in Bulgaria-ში სრული დაფინანსებით გააგრძელებს.

სამტრედიელი გურამ შენგელია, რომელიც ნაბაკევის საჯარო სკოლის წარჩინებული
მეთორმეტეკლასელია, სწავლას ბიზნესადმინისტრირების განხრით, American University in Bulgaria-ში გააგრძლებს.17 წლის ახალგაზრდამ ჩარიცხვის დამადასტურებელი წერილი და ჯამში $500 000-მდე სტიპენდიის შეთავაზება 7 უნივერსიტეტისგან (Webster University Geneva, Webster Leiden Campus (Netherlands), American University in Bulgaria, Alfred University, University of Kentucky, Concord University, Albion college) მიიღო.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გურამს მიღწეული წარმატება მიულოცა.

,,ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში განათლების პოპულარიცაზია. მნიშვნელოვანია საზოგადოებაში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში იყოს ადამიანები ვისაც აქვს სწავლის და ცოდნის შეძენის წყურვილი. მინდა მივულოცო მას ეს წარმატება და ვუსურვო წინსვლა იმ საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც მოიპოვა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქალაქს და ჩვენს ქვეყანას, მომავალშიც ასახელებს და გამოადგება. მე დიდ მადლობას ვუხდი მის მშობლებს და მშობლიურ სკოლას. ვულოცავ სამტრედიას გურამის მიღწევას, რაც დარწმუნებული ვარ სამაგალითო გახდება ახალგაზრდებისათვის”,- განაცხადა დავით ბახტაძემ.

როგორც გურამ შენგელიამ აღნიშნა, დაფინანსების მოსაპოვებლად საკმაოდ რთული ტესტები ჩააბარა და ასეთივე წარმატებით გაიარა გასაუბრებაც.

ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები