კონკურსის „სუფთა რეგიონი 2022-ის” ფარგლებში, „ლურჯი ნაკადულის”ნომინაციაში მდინარე ჩიხურამ გაიმარჯვა

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, თბილისის საკრებულოს შენობაში, კონკურსის „სუფთა რეგიონი 2022“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა,- ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

“კონკურსი 2022 წლის 7 ივნისს გამოცხადდა და მისი მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით ყველაზე „სუფთა რეგიონის“, „სუფთა მუნიციპალიტეტის“, „სუფთა ქალაქი/დაბის“, „სუფთა სოფელი/თემის“, „სუფთა/ლამაზი ქუჩის“, „სუფთა/ლამაზი ეზოს“, „სუფთა ლამაზი საწარმოს/დაწესებულების ეზოს“, „ლამაზი აივნის“ და “ლურჯი ნაკადული“ გამოვლენა. კონკურსის ფარგლებში ყოველწლიურად იქმნება სპეციალური კომისია (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), რომლის წევრებიც შემოსული ინფორმაციის საფუძველზე (10 ქულიანი სისტემით) აფასებენ საკონკურსე მასალებს.

კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთა ვე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), ადგილობრივ და შვედ პარტნიორ-ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“, ასევე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.
ნომინაცია „ლურჯი ნაკადული – 2022-ის“- ტიტული წილად ხვდა მდინარე ჩიხურას.

საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მადლობას უხდის კონკურსის ორგანიზატორებს და ჟიურის დაჯილდოებისთვის. ასევე, მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისთვის. რომ ცდილობთ ეს ხეობა, თავისი განუმეორებელი სილამაზითა და მდინარე ჩიხურას სიკამკამით ნომინანტი გახდა.
ძვირფასო მეგობრებო,
გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ბუნება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები