ფოთის მუნიციპალიტეტში მერის სათათბირო ორგანო, ახალგაზრდული საბჭო შეიქმნა

მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ახალი თაობის აქტიურად ჩართულობისა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, ფოთში, ახალგაზრდული საბჭო შეიქმნა.

მერის სათათბირო ორგანო- ახალგაზრდული საბჭო ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებასა და დაგეგმვაზე, ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების კვლევაზე იმუშავებს; უზრუნველყოფს თვითმმართველობის საქმიანობისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ თანატოლების ინფორმირებას.

საბჭო, 16 ფოთელი ახალგაზრდისგან შედგება. თითოეული მათგანი კომისიის მიერ, კონკურსის საფუძველზე შეირჩა.

ფოთის მერის ბექა ვაჭარაძის განცხადებით, ახალგაზრდების ხელშეწყობა და მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად, ახალგაზრდებზე ორიენტირებული არაერთი პროექტი იგეგმება და ხორციელდება.

ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები