სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლაგოდეხში მინი-ფეხბურთსა და ფრენბურთში თამაშები გაიმართა

ქალაქ ლაგოდეხში სპორტის საერთაშორისო დღე სპორტული აქტივობებით აღინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის ა(ა)ი.პ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი ავრცელებს.

“6 აპრილს, მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2013 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული დადგენილებით, 2014 წლიდან სპორტის საერთაშორისო დღე განვითარებისა და მშვიდობისთვის მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.
სპორტის დღის აღნიშვნას ყოველწლიურად ვუერთდებით. ქალაქ ლაგოდეხში ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართა თამაშები მინი-ფეხბურთსა და ფრენბურთში”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები