ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთმა პასკის ფესტივალს უმასპინძლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთმა, უკვე ტრადიციად ქცეულ პასკის ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ საკონკურსოდ წარმოდგენილი პასკა, ღვინო და ქართული ტრადიციული კერძები; დაეთვალიერებინათ, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა; დასწრებოდნენ, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მიერ წარმოდგენილ კონცერტსა და საბავშვო გასართობ აქტივობებს. ფესტივალზე გამოვლენილი „ყველაზე გემრიელი და ორიგინალური პასკის” კონდიტერი, საპატიო სიგელით და საჩუქრებით დაჯილდოვდა.

აღნიშნულ ინფორმაციას ლაგოდეხის ა(ა)ი.პ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები