ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში ეროვნული გმირის, გელა გელაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში ეროვნული გმირის, გელა გელაშვილის სახელობის ტურნირი მკლავჭიდსა და მინი-ფეხბურთში გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის გუნდებმა მიიღეს.
ფინალში სოფელ კაბლისა და სოფელ აფენის გუნდები შეხვდნენ, ტურნირი სოფელ კაბლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

აღნიშნულ ინფორმაციას ლაგოდეხის ა(ა)ი.პ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები