ახალციხის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: დარღვევები არ ყოფილა და საჩივრები არ არის

“კენჭისყრის პროცედურებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა”, – ამის შესახებ ახალციხის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეა გავაშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, დარღვევები არ ყოფილა.

„არ გასჭირვებია ამომრჩეველს ახალი ტექნოლოგიების მიღება. დარღვევები არ ყოფილა და საჩივრები არ არის. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საერთო ამომრჩევლის 48%-ზე მეტმა. კანდიდატმა მიიღო 463 ხმა“, – აცხადებს გავაშელი.

ცაგერის მერობის ერთადერთი კანდიდატი ლევან ზალკალიანი („ქართული ოცნება“) იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები