ცაგერის 45-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: აქტივობა იყო საკმაოდ მაღალი

“ცაგერის საარჩევნო ოლქში არჩევნების მიმდინარეობა მშვიდ გარემოში წარიმართა”, – ამის შესახებ ცაგერის 45-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გოჩა მდივანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი იყო.

„ამომრჩეველმა ადვილად აუღო ალღო ახალ ტექნოლოგიებს და ძალიან მარტივად გაიარეს პროცედურები. აქტივობა იყო საკმაოდ მაღალი, დაახლოებით 47-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. არცერთ უბანზე არანაირი საჩივარი არ დაფიქსირებულა“, – აცხადებს გოჩა მდივანი.

მერების რიგგარეშე არჩევნების შედეგების მიხედვით, ცაგერში, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ლევან ზალკანიანმა 2158 ხმა მიიღო. მუნიციპალიტეტში სულ გახსნილი იყო 41 საარჩევნო უბანი და აქედან 10-ში არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები