29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის ცესკო საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს

29 აპრილს, საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნების მიმდინარეობის შესახებ 09:00 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება.

ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას, როგორც კენჭისყრის პროცესის, ისე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51 და ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება ექნება ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით.
ბრიფინგების განრიგი:

  • 09:00 სთ.
  • 13:00 სთ.
  • 18:00 სთ.
  • 21:00 სთ.

ბრიფინგების განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები