განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან 5 ახალი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, კომიტეტთან 5 ახალი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება, რომლებიც სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმუშავებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

გივი მიქანაძის თქმით, საკონსულტაციო საბჭოების შექმნა მნიშვნელოვანია საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებისთვის.

„სკოლამდელი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე იქნება, ზოგადი განათლების საბჭოს თავმჯდომარე – ბაია კვიციანი, პროფესიულ მიმართულებას მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს, უმაღლესი განათლების საბჭოს მე გავუძღვები, მაია მენაღარიშვილი კი მეცნიერებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო – საკონსულტაციო საბჭოს უხელმძღვანელებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

​კომიტეტმა საბჭოების შექმნას და მისი დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცებას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები