ჯოზეფ ბორელმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარი გამართა.

როგორც ბორელი სოციალურ ქსელში წერს, დმიტრო კულებასთან საუბრისას უკრაინისა და ჩინეთის ლიდერებს შორის გამართული სატელეფონო საუბარი განიხილეს.

„ბოგოტაში დღე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან საუბრით დავიწყე. ჩვენ განვიხილეთ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ზელენსკისთან. მშვიდობისკენ მიმართული ნებისმიერი მნიშვნელოვანი ინიციატივა უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობისკენ მიმართული, უკრაინის პირობებიდან გამომდინარე“, – წერს ბორელი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის 26 აპრილს პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა.

მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჩინეთი თავის წარმომადგენელს უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ომის დარეგულირების საკითხებზე კონსულტაციებისთვის გაგზავნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები