კრისტინ ლეგარდის საქმე, სავარაუდო, პოლიტიკური თაღლითობის საქმის გამო უნდა გამოიძიონ
სსფ-ის თავმჯდომარე კრისტინ ლეგარდის მიმართ ფრანგმა სამართალდამცველებმა ოფიციალური გამოძიება დაიწყეს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარე და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მის სავარაუდო კანონდარღვევებთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
საერთაშოირსო სავალუტო ფონდის თავმჯდომარე კრისტინ ლეგარდს ბრალი დასდეს „უბრალო დაუდევრობაში” – ფინანსთა მინისტრად ყოფნისას მან თითქოს მოისყიდა (გადასცა 400მლნევრო) ფრანგი ბიზნესმენი ბერნარ ტაპი. ლეგარდმა განაცხადა, რომ მის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სამშაბათს დაიწყო. ის 15 საათის განმავლობაში იმყოფებოდა დაკითხვაზე პარიზის სასამართლოში, რომელიც მინისტრების მიერ კანონდარღვევების შემთხვევებს იძიებს. თუმცა, მან ჟურნალისტთან საუბარისას აღნიშნა, რომ თანამდებობიდან არ გადადგებოდა: „მე დღესვე ვაპირებ ვაშინგტონში სამუშაოდ დაბრუნებას,” -თქვა მან.
სსფ-ის თავმჯდომარე დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ მას არ დაურღვევია კანონი და გასაჩივრების პროცედურას მიმართავდა. ეს საქმე ლეგარდისთვის, სსფ-სა და საფრანგეთისთვის ძალიან დიდ უხერხულობას იწვევს. სასამართლო წყაროები Guardian-ს ატყობინებენ, რომ სამთავრობო თანამდებობის პირის დაუდევრობას შესაძლოა მოჰყვეს, სავარაუდოდ, ერთწლიანი პატიმრობა ან/ და ჯარიმა €15,000 (£11,900) -ს ოდენობით. ჟურნალისტებთან საუბრისას, საკუთარი ადვოკატის კაბინეტში, ლეგარდმა მოგვიანებით აღნიშნა:
„სამწლიანი გამოძიების შემდეგ, ათობით საათის განმავლობაში დაკითხვების შედეგად, კომისიამ, როგორც იქნა, გააცნობიერა, რომ მე არ ვიყავი გარეული არავითარ კანონდარღვევაშიდა ამდენად, ბრალდებები შეიზღუდა მოსაზრებით, რომ მე, შესაძლოა, არ ვიყავი საკმარისად ფხიზელი არბიტრაჟის მიმართ.”
ლეგარდი ადრე დაკითხეს როგორც „დამატებითი მოწმე”და არა ეჭვმიტანილი 2008 წლის საარბიტრაჟო გარიგებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ტაპმა მიიღო ფული, გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე სახელმწიფოსთან კომერციული დავის მოსაგვარებლად.
იმ პერიოდში, ნიკოლა სარკოზის დროს, ლეგარდი ფინანსთა მინისტრის პოსტზე მუშაობდა.
საქმე, რომელშიც სარკოზის რამდენიმე ყოფილი მრჩეველია ჩართული, დამოკიდებულია იმაზე, ფალსიფიცირებული იყო თუ არა საარბიტრაჟო პროცესი ტაპის სასარგებლოდ, როგორც ჯილდო 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის მიერ მარჯვენა ცენტრისტული პოლიტიკური ლიდერის მხარდაჭერისთვის.
საქმე დაიწყო1993 წელს სპორტული გიგანტის Adidas-ის გაყიდვიდან, მას შემდეგ, რაც ტაპი ამტკიცებდა, რომ ის ამჟამად გაუქმებულმა Crédit Lyonnais ბანკმა მოატყუა. სარკოზის გაპრეზიდენტების შემდეგ მოკლე ხანში, ლეგარდმა გადაწყვიტა, ხანგრძლივად მიმდინარე სასამართლო დავა ბანკთან კერძო არბიტრაჟისთვის გადაეგზავნა,მაგრამ სასამართლოს გარეშე მიღებული „სამშვიდობო გარიგება“ გააპროტესტა სოციალისტურმა ოპოზიციამ, რადგან ეს უფრო მაღალი ინსტანცია იყო, ვიდრე წინა სასამართლო გადაწყვეტილება. გამოძიება ლაგარდის მიმართ დაიწყო 2011 წლის აგვისტოში, იმ ეჭვით, რომ სავარაუდოდ, ის მონაწილეობდა სახელმწიფო ფონდების გაფლანგვაში. თუმცა, ბრალდება დაუდევრობასა და გულგრილობაში ნაკლებად სერიოზულია. გასული წლის ივნისში, სამ სხვა პირთან ერთად,რომელთა შორის იყო ტამპიც, ასევე იძიებდნენ მისი ყოფილი ადმინისტრაციის უფროსის, ამჟამად სატელეფონო კომპანიის Orange-ის დირექტორ სტეფან რიჩარდის საქმეს, რომელთაც ბრალს სდებდნენ შეთქმულების მოწყობაში. ლეგარდი აცხადებს, რომ მან თავის ადვოკატს სთხოვა, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც მან „აბსოლუტურად უსაფუძვლო“ უწოდა.
სსფ მხარს უჭერდა თავის თავმჯდომარეს, რომელმაც შეცვალა მეორე ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსი დომინიკ სტრაუს კანი.დომინიკ კანი იძულებული იყო გადამდგარიყო თანამდებობიდან იმ ბრალდებების ფონზე, რომელიც მას წაუყენეს 2011 წელსნიუ-იორკის სასტუმროს დამლაგებელ ქალზე სექსუალური ძალადობის გამო.მოგვიანებით, მოახლესთან გარიგების შედეგად, მას ბრალდებები მოუხსნეს.