საფრანგეთში 300-ზე მეტი აქცია გაიმართება

საფრანგეთში, შრომის დღესთან დაკავშირებით, 300-ზე მეტი აქცია გაიმართება. პროფკავშირები მოუწოდებენ, რომ 1-ელი მაისი გახდეს „უპრეცედენტო და სახალხო აქცია გახდეს, საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ და სოციალური სამართლიანობისთვის.“ 

ამის შესახებ BFMTV იტყობინება.

ტელეარხის ინფორმაციით, „პროფკავშირული ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ მე-13 საპროტესტო აქცია სიმბოლური გახდება. ამ დღეს ქვეყანაში 300-ზე მეტი დემონსტრაციაა მოსალოდნელი“.

მოსალოდნელია, რომ პარიზში საპროტესტო აქციაზე 80-დან 100 ათასამდე მონაწილე იქნება, მათ შორის, 1,5-დან 3 ათასამდე “ყვითელი ჟილეტების” მოძრაობის მხარდამჭერი, ასევე, 1-2 ათასი რადიკალური “ელემენტი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები