“ევროპასთან ურთიერთობა შესაძლო მინიმუმამდეა დეგრადირებული” – პესკოვი

დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან რუსეთის ურთიერთობა ყველაზე დაბალ დონეზეა, – განაცხადა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

ასე შეაფასა მან ევროპის რამდენიმე ქვეყნის მიერ რუსი დიპლომატების ბოლოდროინდელი გაძევება.

პირველმა დიპლომატების გაძევების შესახებ გერმანიამ გამოაცხადა და 22 აპრილს ბერლინიდან მათი სპეცრეისით გაყვანა გახდა საჭირო. გასულ კვირას რუსი დიპლომატები პერსონა ნონ-გრატად მოლდოვამ, შვედეთმა და ნორვეგიამაც გამოაცხადეს.

პესკოვმა პირობა დადო, რომ მოსკოვი არცერთ მსგავს ნაბიჯს უპასუხოდ არ დატოვებს.

”შეფასება აშკარაა: ყველაფერი დეგრადირებულია შესაძლო მინიმუმამდე. თითოეული ასეთი ნაბიჯი, ისევე – როგორც დიპლომატების მორიგი გაძევება, ავიწროებს დიპლომატიური ურთიერთობების გაგრძელების საფუძველს და, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, დარჩეს საპასუხო ზომის გარეშე”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები