უკრაინის პრემიერი რომის პაპს შეხვდა
რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი მიიღო.
როგორც აუდიენციის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე უკრაინის მთავრობის მეთაურმა თქვა, „ჩვენ განვიხილეთ მშვიდობის ფორმულა, შესაძლო გზები და მისი უწმინდესობისა და ვატიკანის შესაძლო დახმარება, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულის ყველა ნაბიჯის მისაღწევად“.
პრემიერმა ასევე სთხოვა პონტიფიკოსს დახმარება რუსეთში უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში და პაპი უკრაინაში მიიწვია.