ნავალნი არ გამორიცხავს, რომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ

პატიმრობაში მყოფი, რუსი ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მას შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ “ექსტრემიზმისა და ტერორიზმის” ახალი ბრალდებით.

პოლიტიკოსი მსგავს ქმედებას ,,კრემლის პოლიტიკურ ვენდეტას,, უწოდებს.

ამჟამად, ნავალნი 9-წლიან სასჯელს “თაღლითობისთვის” მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის.

ვიდეოკავშირის საშუალებით, მან მეტი დრო მოითხოვა ექსტრემიზმის შესახებ სისხლის სამართლის საქმის 196 ტომის გასაცნობად.

მოსამართლემ მას ათი დღე მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები