“საგაზაფხულო შეტევისთვის საჭირო აღჭურვილობა უკრაინამ მიიღო” – ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდალი

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საგაზაფხულო შეტევის დასაწყებად ყველა საჭირო აღჭურვილობა, იარაღი და საბრძოლო მასალა აქვთ, – ამის შესახებ აშშ-ის ევროპული სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ კანონმდებლებს განუცხადა.

​კავოლი “ძალიან დარწმუნებულია”, რომ როდესაც შეტევა დაიწყება, უკრაინული ძალების ქმედებებს ხელს არ შეუშლის იარაღის სისტემების ან მარაგების დეფიციტი.

”ჩვენ ვაგზავნით იარაღს ქვეყანაში. საბრძოლო მანქანების 98%-ზე მეტი უკვე იქ არის. დავჯექით ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან ერთად და დავთვალეთ, თუ რა რაოდენობის მატერიალურ-ტექნიკური რესურსი დასჭირდებოდათ. მე ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივაწოდეთ მათ საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსები, რომელიც მათ სჭირდებათ და გავაგრძელებთ მიწოდებას მათი ოპერაციების მხარდასაჭერად,” – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები