ნიგერიაში, თავდასხმების შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა
ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ბენუეს შტატში შეიარაღებული თავდასხმების შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა.
ბენუეს სახელმწიფო ფინანსთა კომისარმა, დევიდ ოლოფუმ განაცხადა, რომ თავდასხმები მოხდა ქალაქებში: ოჰაპოში, ოდოგბოსა და ედიკვუში.
მისი თქმით, ოლოფუში ორი ჯარისკაცის და 15 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
ნიგერიის ჩრდილოეთით დროდადრო ხდება ძალადობრივი შეტაკებები ფულანებს შორის, რომლებიც მეცხოველეობით არიან დაკავებულნი და ზოგიერთ ტომს შორის, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი.
მომთაბარე ფულანები ამტკიცებენ, რომ ფერმერები მათ თავს ესხმიან და მათი პირუტყვის მოპარვას ცდილობენ.
თვის დასაწყისიდან ბენუეს შტატში, ძალადობის ესკალაციის გამო, 150-მდე ადამიანი დაიღუპა, 18 ათასზე მეტი დევნილი გახდა.