პერუში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

პერუს პრეზიდენტმა, დინა ბოლუარტემ მიგრაციულ კრიზისსა და კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით ქვეყნის სასაზღვრო რაიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კერძოდ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადებულია  ტუმბესის, პიურას, კახამარკას, ამასონასის, ლორეტოს, მადრე დე დიოსის და ტაკნას დეპარტამენტებში.

ბოლუარტემ აღნიშნა, რომ გამოცხადებული ზომა, საზღვრის დაცვისა და წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, საპოლიციო ოპერაციების ჩატარების შეუწყობს ხელს.

პოლიციას შეიარაღებული ძალები დაეხმარებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები