ირანში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად შიიტი მუსლიმი სასულიერო პირი მოკლეს

ირანში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად შიიტი მუსლიმი სასულიერო პირი, აიათოლა აბასალი სოლეიმანი მოკლეს.

აიათოლა აბასალის ცეცხლი ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე მაზანდარანის პროვინციაში გაუხსნეს. ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მაზანდარანის გუბერნატორის თქმით, თავდამსხმელი ბანკის დაცვის სამსახურის თანამშრომელია, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა. თავდასხმის მოტივი უცნობია.

აიათოლა სოლეიმანი იყო ერთ-ერთი იმ 88 სასულიერო პირიდან, რომელიც ექსპერტთა ასამბლეაში, რომელიც ქვეყნის სულიერ ლიდერს ირჩევდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები