რუსეთში აცხადებენ, რომ უკრაინასთან მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშაა 

გაეროს ჟენევის ოფისში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, გენადი გატილოვმა განაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმებაში, რომელსაც ვადა მაისში ეწურება, რეალური გარღვევა არ იქნა მიღწეული.

რუსეთისთვის შეთანხმების გახანგრძლივების მთავარი პირობაა  რუსული მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტზე დასავლური სანქციების სრული მოხსნა. გარდა ამისა, მოსკოვი ითხოვს რუსეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკის დაბრუნებას SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სისტემაში.

გატილოვის თქმით, რუსეთი არ არის კმაყოფილი იმ თანმიმდევრობით, რომელშიც ცალკეულ საბანკო ოპერაციებს, ყოველ ჯერზე, სპეციალური ნებართვების მიღება სჭირდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები