სი ძინპინთან საუბრის შემდეგ, ზელენსკიმ ჩინეთში ელჩი დანიშნა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში უკრაინის ელჩად პაველ რიაბიკინი დანიშნა.
ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის შესაბამის No239/2023 განკარგულებაში, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ამ ბრძანებულებით რიაბიკინი დანიშნულია უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
განკარგულება 26 აპრილით არის დათარიღებული.
მანამდე, გახდა ცნობილი, რომ, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან პირველად, ჩინეთისა და უკრაინის პირველ პირებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის მსვლელობისას გაირკვა, რომ ჩინეთი უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში წარმომადგენელს აგზავნის, ხოლო კიევი ელჩს ნიშნავს.