რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს – კიევში კიდევ 44 მებრძოლი დაბრუნდა
რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მორიგი რაუნდი შედგა. გათავისუფლებულ უკრაინელებს შორის “აზოვსტალის” დამცველებიც არიან.
კერძოდ, რუსეთში 40 ადამიანი დაბრუნდა, ხოლო უკრაინაში – 44 სამხედრო.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, დაბრუნებულ 44 სამხედრო ტყვეს შორის 36 რიგითი და სერჟანტია, ასევე, ექვსი ოფიცერი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე.
მისივე თქმით, სამხედროებს შორის არიან – მესაზღვრეები, მეზღვაურები, ეროვნული გვარდიელები და “აზოვსტალის” დამცველები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გათავისუფლებულ რუსებს უტარდებათ საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება.