“არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა მსოფლიო ატომური ელექტროსადგურებით აშანტაჟოს” – ზელენსკი ჩერნობილის ავარიის წლისთავზე

ჩერნობილის ავარიის 37-ე წლისთავზე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, არ დაუშვან, რომ რუსეთმა მსოფლიო ატომური ელექტროსადგურებით დააშანტაჟოს.

„37 წლის წინ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარმა ავარიამ უზარმაზარი ნაიარევი დაუტოვა მთელ მსოფლიოს. რადიაციის გაჟონვამ ერთ დროს მყუდრო და განვითარებული ტერიტორია უკაცრიელ ზონად აქცია. დღეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გარშემო 30-კილომეტრიანი ზონა სახიფათო ადგილად რჩება რადიაციის მაღალი კონცენტრაციით“, – დაწერა ზელენსკიმ “ტელეგრამში”.

მან მსოფლიოს რუსეთის შეჩერებისკენ მოუწოდა, რომელიც, მისივე თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ახალი ტრაგედიის წინაპირობებს ქმნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები