“ხანგრძლივი და შინაარსიანი” – ზელენსკი სი ძინპინთან სატელეფონო საუბარზე

უკრაინის პრეზიდენტის,  ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან სატელეფონო საუბარი “ხანგრძლივი და შინაარსიანი” იყო.

ამის შესახებ მან “ტვიტერში” დაწერა.

„ეს საუბარი, ისევე – როგორც ჩინეთში უკრაინის ელჩის დანიშვნა, ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას“, – დაწერა მან.

სააგენტო Xinhua-ს ცნობით, ჩინეთი უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების საკითხში სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს.

ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი წონა ხნის წინ დასრულდა.

სი ძინპინიმ და ზელენსკიმ რუსეთის შეჭრიდან პირველად ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები