“ლავროვი ჯამბაზია, რუსეთი კი – ტერორისტული სახელმწიფო” – ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ რუს კოლეგა სერგეი ლავროვს “ჯამბაზი” უწოდა. მისივე თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობა ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს.

ამის შესახებ მან “ტვიტერში” ჩეხეთის პრეზიდენტზე ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.

მანამდე, ლავროვმა უკრაინის მიმართ ჩინეთის პოზიციაზე ჩეხეთის პრეზიდენტის რეაქცია “პოლიტიკურ ნორმებთან შეუსაბამოდ” შეაფასა.

Politico-სთან საუბარში პეტრ პაველმა თქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებაში ჩინეთის შუამავლის ნდობა არ შეიძლება, რადგან პეკინისთვის ომის გაგრძელება მომგებიანია.

ლავროვის თქმით კი, „ეს არის განცხადებები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ნორმალური პოლიტიკოსის მუშაობასთან“.

ლავროვის ამ განცხადებაზე ჩეხმა დიპლომატმა დაწერა, რომ “ჩვენს პრეზიდენტზე, პაველზე ჯამბაზი ლავროვის განცხადებები – უბრალოდ სასაცილოა. რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და მისი ხელმძღვანელობა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები