სახელმწიფო დუმაში აღიარეს, რომ რუსეთის არმიას ქვეყნის საზღვრების დაცვა არ შეუძლია

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ანდრეი კარტაპოლოვმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიას ქვეყნის საზღვრების დაცვა არ შეუძლია, ამიტომ, საჭიროა მოქალაქეებისგან შემდგარი რაზმების შექმნა.

ამის შესახებ The Moscow Times-ი წერს.

მისი აზრით, უკრაინის მხრიდან შესაძლო დივერსიებისგან დაცვა მოქალაქეებს უნდა დაევალოს, ვინაიდან რუსეთს არ აქვს ისეთი შესაძლებლობები, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა.

„ამჟამად, არ გვაქვს ისეთი შესაძლებლობები, როგორიც საბჭოთა კავშირში იყო, როდესაც მთელ ქვეყანას პერიმეტრის გარშემო სსრკ-ის სასაზღვრო ჯარების სამხედრო ნაწილები იცავდნენ. ამიტომ, ახლა საზღვრების დაცვის ოდნავ განსხვავებული გზები არსებობს. ამ საქმეში ადგილობრივი მოსახლეობის ნებაყოფლობითი ჩართვა, ჩემი აზრით, საკმაოდ რეალური და გასაგებია“, – განაცხადა კარტაპოლოვმა.

ამასთან დაკავშირებით, დეპუტატი მოუწოდებს მთავრობას, საზღვრების დაცვის საშუალება მოხალისეებს მიეცეთ.

მისი აზრით, „ფუნდამენტური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხელისუფლებას მოუწევს დანაყოფების შემადგენლობაზე, რაოდენობასა და იარაღზე მსჯელობა, ასევე იმაზე, თუ ვინ გააკონტროლებს მათ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები