ISW: პუტინის რეჟიმის სტაბილურობის გამო, კრემლი ღია რეპრესიებს ერიდება
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეჟიმის სტაბილურობის საფრთხის გამო, კრემლი ღია რეპრესიებს ერიდება.
ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკის ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ რუსი ულტრანაციონალისტები სტალინურ რეპრესიებში დაბრუნებას ემხრობიან და პუტინისგან მის გაძლიერებას ელოდებიან. თუმცა, კრემლი აგრძელებს ღია რეპრესიული ზომების თავიდან აცილებას, პუტინის რეჟიმის სტაბილურობის საფრთხის გამო.
კერძოდ, რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო სათათბიროდან უკან გაიწვია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 13-დან 30%-მდე გადასახადების გაზრდას ქვეყნიდან გაქცეული რუსებისთვის. თუმცა, ულტრანაციონალისტებმა არაერთხელ მოუწოდეს კრემლს, რომ მოხდეს „მოღალატეების“ ქონების ნაციონალიზაცია.
ISW-ში მიაჩნიათ, რომ კრემლი “ასეთი არაპოპულარული ზომების შემოღებას ყოყმანობს”.