“უკრაინაში რუსეთის შეჭრა ცუდია, მაგრამ მშვიდობაზე რატომ არავინ საუბრობს?” – ლულა და სილვა
ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაზე ისაუბრა.
ამის შესახებ მან ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში თქვა.
“მე მესმის ამ ომზე ევროპული შეხედულება. მიუღებელია, როდესაც ერთი ქვეყანა მეორეში იჭრება, მაგრამ ეს არის ომი, რომელშიც მე ვერ ვხედავ, რომ ვინმე მშვიდობაზე საუბრობდეს”, – თქვა მან მადრიდში გამართულ ბიზნესკონფერენციაზე.
ბრაზილიის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა სამშვიდობო ძალისხმევის გაძლიერებას, რომ “უკრაინამ შეძლოს თავისი ტერიტორიის შენარჩუნება”, – ციტირებს მის სიტყვებს Reuters-ი.