ქალაქ ვენდომში ჩასულ მაკრონს საპენსიო ასაკის მოწინააღმდეგეები ქვაბებითა და ტაფებით დახვდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელიც ქალაქ ვენდომში ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის მოსანახულებლად ჩავიდა, საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეები ტაფებითა და ქვაბებით დახვდნენ.

აქციაზე ისმოდა შემდეგი შეძახილები: „ამჟამად, არანაირი მიზეზი არ გვაქვს, რომ გავჩერდეთ“, „დავიღალეთ დემონსტრაციით. ტაფები სიმბოლური გზაა იმის სათქმელად, რომ საკმარისია“.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყანაში საპენსიო ასაკის 62-იდან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. აღნიშნული საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საფრანგეთში რამდენიმე თვეა მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება.

საფრანგეთის მთავრობის მტკიცებით, ცვლილებები აუცილებელია საპენსიო სისტემის კოლაფსის თავიდან ასაცილებლად.

თავის მხრივ, აღნიშნული კანონი უკიდურესად არაპოპულარულია ფრანგებს შორის, რასაც ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები