დონალდ ტრამპი: ბაიდენი ამერიკის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტია

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ჯო ბაიდენის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბაიდენი ამერიკის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტია.

„ბაიდენი ამერიკის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტია. ვერავინ დაიჯერებს, რა ხდება. ასეთი დამაქცევარი და წარუმატებელი პრეზიდენტობის პირობებში, თითქმის წარმოუდგენელია, რომ ბაიდენმა არჩევნებში მონაწილეობაზე იფიქროს.

მათ არჩევნები გააყალბეს. არჩევნებში თქვენი მხარდაჭერით ჩვენ დავამარცხებთ ჯო ბაიდენს 2024 წელს. ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს ეკონომიკას. ჩვენ გავანადგურებთ ინფლაციას. ჩვენ შევაჩერებთ ჩვენს სამხრეთ საზღვარზე შემოჭრას. ჩვენ აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის ღირსებას. ჩვენ თავიდან ავიცილებთ მესამე მსოფლიო ომის დაწყებას“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ის 2024 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები