იენს სტოლტენბერგი: მოკავშირეები სრულიად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მოკავშირეები სრულიად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. [საქართველოს] შეუძლია, ნატოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. თავის მხრივ, მე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააორმაგებს შიდა რეფორმებზე ძალისხმევას და დემოკრატიის სტანდარტებს დაიცავს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა, რომლის განცხადების ტექსტიც ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე საუბრისას, ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ არავინ არ იცის, როდის დასრულდება ომი და რუსეთის აგრესიას “შხამიანი ხასიათის” უწოდა, რომელიც “ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს.”