შვედეთმა ხუთი რუსი დიპლომატი გააძევა

შვედეთი ხუთ რუს დიპლომატს აძევებს.

ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა განაცხადა.

მისი თქმით, „ჩვენს ტერიტორიაზე მათი საქმიანობა დიპლომატიურ სტატუსთან არის შეუთავსებელი“.

გადაწყვეტილების შესახებ ქვეყანაში რუსეთის ელჩს ეცნობა, რომელიც დღეს საგარეო უწყებაში იყო დაბარებული.

2022 წლის აპრილში შვედეთმა რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით გააძევა.

მიმდინარე წლის აპრილში ნორვეგიამ 15 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა.

ნორვეგიის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ისინი დაზვერვის ოფიცრები არიან, რომლებიც მუშაობენ დიპლომატიური პასპორტების საფარქვეშ.

რუსეთი საპასუხო ზომების მიღების პირობას დებს და, როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში, მოსკოვი სარკისებრ პასუხს სცემს და იმავე რაოდენობის დიპლომატს აძევებს ქვეყნიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები