ჯანმო: სუდანში შეტაკებებს 459 ადამიანი ემსხვერპლა, 4 ათასზე მეტი დაშავდა

სუდანის შეიარაღებულ ძალებსა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებისას 459 ადამიანი დაიღუპა და 4072 დაშავდა.

ამის შესახებ სუდანში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ნიმა საიდ აბიდმა ჟენევაში გაეროს ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ “რეალური რიცხვები უდავოდ უფრო მაღალია“.

ჯანმო-ს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ კონფლიქტის დაწყებიდან სამედიცინო დაწესებულებებზე 14 თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები