“საქართველოს უნდა ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთობა თურქეთთან“

    საქართველოს უნდა ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთობა თურქეთთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა. “დღეს მივემგზავრები თურქეთში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად. მე მსურს განვაცხადო, რომ თურქეთი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და მასთან უნდა გვქონდეს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინუგურაციას დაესწრება. რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაცია დღეს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართება. მას 80-მდე ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრი დაესწრება. თურქეთის რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გადაცემის ცერემონია პრეზიდენტის ჩანქაის სასახლეში შედგება. ინაუგურაციის შემდეგ კი მიწვეული სტუმრებისთვის საზეიმო მიღება და ოფიციალური ვახშამი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები