ინდონეზიაში 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ინდონეზიაში, ჩრდილოეთ სუმატრაში 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები 15 კილომეტრის სიღრმეშია დაფიქსირებული.
ამჟამად ცნობილია, რომ სტიქიამ მენტავასის კუნძულზე საავადმყოფო დაანგრია, აუცილებელი გახდა პაციენტების ეზოში გამოყვანა.
ცუნამის საფრთხის გამო კი, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია, ამაღლებულ ადგილებში გადაწყვიტა.
სეისმოლოგიური სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, ხალხი ბიძგებს 30 წამის განმავლობაში გრძნობდა.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.