კუპიანსკში დაბომბვას, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა – 10 დაშავდა

კუპიანსკში მუზეუმის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანია დაღუპული, 10 – დაშავებული, კიდევ ორი პირი ნანგრევებში რჩება.

ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, შვიდს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა.

ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ნანგრევებში, სულ მცირე, ორი ადამიანი რჩება.

მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა, ასევე, პირობა დადო, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულის ჩადენაში დამნაშავეები დაისჯებიან.

“ტერორისტული ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ მთლიანად გაგვანადგუროს: ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი ხალხი, უკრაინელებს აბსოლუტურად ბარბაროსული მეთოდებით კლავს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ერთი წამითაც დავივიწყოთ ეს და არ დავივიწყოთ”, – დაწერა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები